17 მაისი - ოჯახის სიწმინდის დღე 

17 მაისის მსვლელობისთვის მზადება დაწყებულია. ოჯახის სიწმინდის დღე, რომელიც უწმინდესის, ილია მეორეს ინიციატივით დაფუძნდა, ტრადიციულად ქაშუეთიდან სამებამდე გაიმართება. საპატრიარქოს ინიციატივით, ოჯახის სიწმინდის დღეს ტრადიცია არც წელს დაირღვევა – მრევლი 11:00 საათზე ქაშუეთის ტაძრიდან სამების საპატრიარქო ტაძრამდე ტრადიციულ მსვლელობას გამართავს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სამრევლოები და მათი წინამძღვრები, ასევე საკვირაო სკოლები. სამებაში მისულ მოქალაქეებს პატრიარქი შიო დალოცავს.

17 მაისს პატრიარქი შიო მესამე სამებაში პირველ სადღესასწაულო წირვას აღავლენს. მსახურებას დაესწრებიან აღსაყდრებასთან დაკავშირებით ჩამოსული სხვადასხვა ადგილობრივი ეკლესიის დელეგაციები და სხვა სტუმრები.