17 აგვისტოს ჯანსუღ და ვახტანგ კახიძეების სიმღერების საღამო გაიმართება

17 აგვისტოს „ბლექ სი არენზე“ ჯანსუღ და ვახტანგ კახიძეების სიმღერების საღამო გაიმართება.

მსმენელი კახიძეების მიერ სხვადასხვა დროს შექმნილ დაუვიწყარ მუსიკალურ კომპოზიციებს ორ განყოფილებად მოისმენს. კონცერტის პირველ განყოფილებაში წარმოდგენილი იქნება ჯანსუღ კახიძის ყველა დროის გამორჩეული სიმღერები, მეორე ნაწილი კი კომპოზიტორ ვახტანგ კახიძის მუსიკას დაეთმობა.

თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ანსამბლი „რუსთავი“ და სოლისტები – მაკა ზამბახიძე, ნეკა სებისკვერაძე, ნატო კახიძე, გიორგი სუხიტაშვილი და გოგა მესხი.

ბილეთების გაყიდვა  4 ივლისიდან დაიწყება.