ნედ პრაისის განცხადება

ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროპელ მეზობლებთან შემდგომ ინტეგრაციას – ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა განაცხადა. ნედ პრაისის თქმით, შეერთებული შტატები დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ევროპასა და დასავლეთთან ინტეგრირებული ეკონომიკის განვითარების მხრივ სამივე სახელმწიფოსთან ერთად მუშაობდა. საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი ორ დღეში გადაწყდება. საბოლოო გადაწყვეტილება 24 ივნისს იქნება მიღებული.