ბრიფინგი რუსთავის მერიაში

რუსთავის მერის განცხადებით, ქალაქის საკრებულოს უმრავლესობაში მყოფმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და პარტია „საქართველოსთვის“ წევრებმა მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესებას უარი უთხრეს. ნინო ლაცაბიძის განცხადებით, მათი გუნდის აქტიური მუშაობით რუსთავში გაჩნდა მეტი შესაძლებლობა, თუმცა მისი თქმით, საკრებულო, ქალაქის მთავრობას მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების საშუალებას არ აძლევს.

რუსთავის საკრებულოს უმრავლესობაში მყოფი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ წარდგენილი პროექტები კითხვის ნიშნებს აჩენდა და მათი მიღება გარკვეული პრობლემების გამო ვერ მოხერხდა.