საქართველოს პროკურორთა კონფერენცია

საქართველოს პროკურორთა კონფერენცია უკვე ხუთი საათია გრძელდება, სადაც საპროკურორო საბჭოს სამ ახალ წევრს ირჩევენ. პროცესი ფარული კენჭისყრის საფუძველზე მიმდინარებს. საბჭოში სამი ადგილი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ორ წევრს ვადა ამოეწურა, ერთმა კი თანამდებობა შეიცვალა. ღონისძიებას საქართველოს გენერალური პროკურორი, მისი მოადგილეები, საპროკურორო საბჭოს წევრები, პროკურატურის, ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან.