საომარი მოქმედებების მეთოთხმეტე დღე უკრაინაში

კიევსა და ხარკოვში საჰაერო განგაშის სიგნალის ხმა ისმის დილიდან. ადგილობრივი მედია აფეთქებების შესახებ იუწყება. ამ დროისთვის ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გასულმა ღამემ შედარებით მშვიდად ჩაიარა და მტერმა შეტევითი ოპერაციის ტემპი შეანელა. თუმცა, ღამის განმავლობაში რამდენიმე სამოქალაქო ობიექტებზე საჰაერო დარტყმები განხორციელდა. ოკუპანტებმა საჰაერო იერიში მიიტანეს ჟიტომირში საერთო სამხედრო საცხოვრებელზე, რასაც ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ორი ბავშვია.

დაიბომბა სუმის ოლქის ქალაქი ახტირკა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა. უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსეთი კვლავ ფოკუსირებულია კიევის, სუმის, ხარკოვის, მარიუპოლისა და ჩერნიგოვის ალყაში მოქცევასა და დაპყრობაზე; ამასთანავე, მტრის ძალები ცდილობენ, სახმელეთო დერეფანი შექმნან ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულსა და რუსეთს შორის.