16 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა

16 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა. შესაბამისი განკარგულება მთავრობის მეთაურმა უკვე გასცა. საქართველოს ტერიტორიაზე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.

მინდელის შახტში დღეს დილით მომხდარ ტრაგედიას ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ექვსი კი დაშავდა.