აფრასიძეების ოჯახის მოთხოვნა

აფრასიძეების ოჯახი მათ საქმეზე მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალის წარდგენას ითხოვს. დაზარალებულების განცხადებით, უნდა დაისაჯოს გიორგი ბარამიძეც, რომელიც 2004 წელს ხელმძღვანელობდა სვანეთში ჩატარებულ სპეცოპერაციას. სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი ევგენი აფრასიძის შვილიშვილმა მომხდარი დღეს კიდევ ერთხელ გაიხსენა და მაშინდელი ხელისუფლების დანაშაულებრივ ქმედებაზე ისაუბრა. აფრასიძის განცხადებით, მისი ოჯახის წევრებს მიენიჭათ დაზარალებულების სტატუსი, თუმცა ეს საკმარისი არ არის, უნდა გაგრძელდეს საქმის გამოძიება და ყველა დამნაშავე პირი დაისაჯოს.