ჯანდაცვის მინისტრმა ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, სპეციალისტებთან ისაუბრა. შეხვედრას სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმების ჯგუფი და პრემიერ-მინისტრის ინიციატივით მომუშავე კონსილიუმის წევრები ესწრებოდნენ. მათ ეკატერინე ტიკარაძეს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.