150 ათასი დოზა ვაქცინა საქართველოში

მარტის დასაწყისში საქართველო „კოვიდ-19“-ის დამატებით 150 ათას დოზა „ასტრა-ზენეკას“ ვაქცინას მიიღებს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, დამატებითი დოზების მიღებასთან დაკავშირებით პარტნიორ ქვეყნებთან და პრეპარატის მწარმოებელ კომპანიებთან მოლაპარაკებები გრძელდება.