15-წლიანი ეკოლოგიური პრობლემა
ბათუმის ახალი ბულვარის მიმდებარედ, ადლიის დასახლებაში მცხოვრებლებს 15 წელია მძაფრი, უსიამოვნო სუნი აწუხებთ, რის გამოც, ტერიტორიის ტურისტული პოტენციალი დღემდე აუთვისებელია. ადგილობრივები პრობლემას ბათუმის მოქმედ ღია ნაგავსაყრელს უკავშირებენ. ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურში აშენებული ახალი რეგიონული პოლიგონი კი, რომლის ძირითადი სამუშაოები 2021 წელს დასრულდა, დღემდე არ ამოქმედებულა. შეფერხების მიზეზად ნარჩენების გაზრდილი მოცულობა და დამატებითი ინფრასტრუქტურის მშენებლობის აუცილებლობა სახელდება.
როგორ ესახება ადგილობრივ ხელისუფლებას ეკოლოგიური პრობლემის გადაჭრის გზები და როდის დაიხურება ბათუმის მოქმედი ნაგავსაყრელი.
მერაბ წულუკიძისა და ედნარ კოჩალიძის რეპორტაჟი აჭარიდან #მოამბერეგიონები