15 მხატვრის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა

„სილქ ფექტორ სტუდიოში“ 15 თანამედოვე ქართველი მხატვრის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიხსნა. ექსპოზიციაზე სხვადასხვა ჟანრში შესრულებული ფერწერული ტილოები გამოიფინა. თითოეული მხატვარი ხუთი ნამუშევრითაა წარმოდგენილი, მათ შორისაა კახა გიგაურის, გიორგი ბარათაშვილის, გოჩა ზირაქიშვილისა და ლევან გოგიტიძის ფერწერული ტილოები.

გამოფენა ჯგუფის „მხატვართა სამყარო“ ორგანიზებით შედგა და თანამედროვე ქართველი მხატვრების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. ექსპოზიცია ორი მარტის ჩათვლით გაგრძელდება.