15 მარტი ქართული არტილერიის დღე – 32 წლის იუბილე ვაზიანში, მეხუთე საარტილერიო ბრიგადაში აღინიშნა. არტილერისტებს პროფესიული დღე საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა როლანდ ძნელაძემ მიულოცა და თავდაცვის ძალებისთვის არტილერიის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
თარიღი აღინიშნა ხონშიც, მეექვსე საარტილერიო ბრიგადის ბაზაზე. ღონისძიება პირადი შემადგენლობის დაჯილდოების ცერემონიალით გაგრძელდა. სამხედრო მოსამსახურეებმა თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისთვის სხვადასხვა ხარისხის მედლები, სამახსოვრო საჩუქრები და საშტატო იარაღი მიიღეს.