15 დღე მეორე ტურამდე და ოპოზიციის გადაწყვეტილება

ოპოზიციის სტრატეგია ამ ეტაპზე უცვლელია.

მას შემდეგ, რაც საჩივრების განხილვა დასრულდა და 20-მდე უბანზე ხმები ხელახლა დაითვალეს, ოპოზიციური ძალები ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნას დღის წესრიგიდან არ ხსნიან. თუმცა ამ ფონზე ჩნდება ალტერნატიული წინადადება, რომელიც ბარიერგადალახულ პოლიტიკურ გაერთიანება „გირჩს“ ეკუთვნის. ზურაბ ჯაფარიძის გუნდის შეთავაზება უბნების შედეგების თავიდან დათვლა და შემდეგ მეორე ტურზე კონცენტრირებაა. მასობრივი გაყალბების შესახებ ოპონენტთა ბრალდებებს მმართველი გუნდი ხელახლა დათვლილი 19 უბნის მონაცემებს უპირისპირებს და ოპოზიციას ყალბი მონაცემების მიზანმიმართულად გავრცელებაში ადანაშაულებს.