15 დეკემბერს თეონა პაიჭაძის პერსონალური გამოფენა გაიხსნება

15 დეკემბერს, აბრეშუმის ქარხნის საგამოფენო დარბაზში, ქართველი მხატვრის, თეონა პაიჭაძის პერსონალური გამოფენა გაიხსნება.

რიგით მეშვიდე პერსონალურ გამოფენაზე 100-ზე მეტი ნამუშევარი იქნება წარმოდგენილი.

ნამუშევრები სამი სხვადასხვა ტექნიკით არის შესრულებული: ტილო, აკრილი ზეთი, ალუმინის პოლიგრაფიულ ფირფიტებზე შექმნილი ნამუშევრები და შავ ქაღალდზე პოლიეთილენით შესრულებული სერია.

გამოფენას მუსიკალურად დავით ევგენიძე და მისი ბენდი გააფორმებენ.