15 აპრილს ლეონარდო და ვინჩი დაიბადა

1452 წლის 15 აპრილს, ფლორენციის რესპუბლიკაში ლეონარდო და ვინჩი დაიბადა. აღორძინების ხანის უდიდესი მხატვარი და გამომგონებელი, რომელმაც გადატრიალება მოახდინა. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად მას განათლება არ მიუღია, ის სხვადასხვა დროს თავად მილანის მმართველის, ლუდოვიკო სფორცას და საფრანგეთის მეფის, ლუდოვიკო მეთორმეტეს პირადი მხატვარი და სკულპტორი იყო. მისი ყველა ნამუშევარი შედევრად არის მიჩნეული, გარდა ამისა, სწორედ მის სახელს უკავშირდება მრავალი აღმოჩენა მეცნიერებაში.

ახალი დღე