15 ახალი შემთხვევა ბოლო დღე-ღამეში - რამდენად დიდია ახალი კლასტერები და რა შემთხვევაში ელიან სპეციალისტები ვითარების დამძიმებას

31 მაისის შემდეგ დღეს „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გამოვლინდა.

15 ინფიცირებულიდან ორის დაავადების წყარო ამ წუთამდე დაუდგენელი რჩება. ყველაზე საყურადღებო ექთნებისა და სანიტრების კლასტერია, რომელიც თბილისს გასცდა და გორსა და კასპში შეაღწია. რესპუბლიკურ საავადმყოფოს უკვე 11 ინფიცირებული თანამშრომელი ჰყავს. თუ ივნისის დასაწყისში ყოველდღიურად ერთეული შემთხვევები ვლინდებოდა, მეოთხე დღეა, ორნიშნა მაჩვენებელი ფიქსირდება.

ახალი შემთხვევების დროულად გამოვლენის მიზნით,  მთავრობა „პისიარ“-ტექსტების რაოდენობასა და მიზნობრივ ჯგუფებს ზრდის. ივლისის ბოლოს ქვეყანაში ყოველდღიურად 3500 ლაბორატორიული კვლევის ჩატარება იგეგმება. წლის ბოლოს კი ეს მაჩვენებელი 10 ათასს მიაღწევს.