15 ადამიანი დაშავდა ქედაში ავტოავარიისას

12:43, 12.11.2019

ქედაში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 15 ადამიანი დაშავდა. ბათუმიდან ქედისკენ მიმავალი ავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა. 13 დაშავებული ქედის კლინიკაში იმყოფება, ორი კი – ბათუმში გადაიყვანეს. არცერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ადგილზე სამაშველო სამსახური და სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული.

ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

მსგავსი