სტიქია კახეთში

კახეთში სეტყვისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან. უხვმა ნალექმა საგარეჯოსა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში რამდენიმე სოფელი დააზიანა. სეტყვამ თითქმის ასი პროცენტით გაანადგურა ვენახები და მრავალწლიანი ნარგავები. ადგილობრივების ინფორმაციით, დაზიანდა საცხოვრებელი სახლების სახურავებიც.

ამ წუთებში ზარალის დამდგენი კომისია აქტიურ სამუშაოებს აწარმოებს. გუბერნატორის განცხადებით, ყველა დაზარალებულს ინფრასტრუქტურული ზიანი სრულად აუნაზღაურდება.