14 წლის მწერალი თელავიდან
მოგიყვებით მწერალზე და მის რომანზე, რომელშიც მოვლენები მე-13 საუკუნეში ვითარდება. „ტიბეტური საგანძური“ – ასე ჰქვია წიგნის, რომელიც 481-გვერდიანი სათავგადასავლო რომანია. მწერალი ბრიტანეთიდან ინდოეთის გავლით, ტიბეტის შუაგულამდე მოგზაურობას აღწერს, რომელიც განსაცდელებით არის სავსე. ეს არ არის ჩვეულებრივი რომანი, ის განსაკუთრებულია, რადგან ავტორი 14 წლის ბიჭია. წერისას წარმოსახვით სამყაროს იშველიებს და შემდეგ ფურცლებზე გადმოაქვს.
თელაველ ერეკლე ბეჟუაშვილს ჟანა დიდებაშვილი და ზვიად ყარაულაშვილი გაგაცნობთ.