14 წლის ილია ჯვარშეიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება

14 წლის ილია ჯვარშეიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება. მოზარდს ინსულტის შედეგად განვითარებული სპასტიური ცერებრული დამბლის გამო, აქვს ჯანმრთელობის რთული მდგომარეობა, სასწრაფოდ ესაჭიროება განმეორებითი ძვირადღირებული ქირურგიული ოპერაცია თურქეთის კლინიკაში. ოპერაციის ღირებულების ნაწილი ჯანდაცვის სამინისტრომ და დედაქალაქის მერიამ დააფინანსა, თუმცა დამატებითი თანხის მოძიებისა და დროული ჩარევის გარეშე, ილიას ჯანმრთელობის  მდგომარეობა ყოველდღიურად რთულდება.

ოჯახი დახმარებისთვის საზოგადოებას მიმართავს. დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა მითითებულ ანგარიშის ნომრებზე შეუძლიათ :

საბანკო რეკვიზიტები: ლიბერთი ბანკი: #GE72LB0711104959865640
თიბისი ბანკი:#GE75B7059045061100075
საქართველოს ბანკი:#GE36BG0000000131345825
მიმღები ნათია ჯვარშეიშვილი .
მობ: 571 097 908. ასევე დახმარება შეგიძლიათ საქველმოქმედო ნომერზე დარეკვით: 0901701470