14 წელი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გახსნიდან
14 წელი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ამოქმედებიდან და 10 წელი „ვიზ ეარის“ ქუთაისის ბაზის დაარსებიდან.
მნიშვნელოვან თარიღებს დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტი საიუბილეო კვირეულით ხვდება. 28 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით, აეროპორტში მოქმედი კომპანიები და პარტნიორი ობიექტები მგზავრებს სპეციალურ აქტივობებს შესთავაზებენ. დღეს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 6 ავიაკომპანია 16 ქვეყნის 32 მიმართულებით ოპერირებს, მათგან 25 ევროპული მიმართულებაა. საქართველოდან ევროპაში, ყველაზე მეტი პირდაპირი რეისი სწორედ ქუთაისიდან სრულდება. აეროპორტის ინფრასტრუქტურული განვითარება გრძელდება. . დასასრულს უახლოვდება ახალი, 3.5 კილომეტრიანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და მასთან დაკავშირებული სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობა. პროექტის დასრულების შემდეგ, შესაძლებელი გახდება დიდი ზომის სამგზავრო და სატვირთო საჰაერო ხომალდების მიღება.