14 წელი აგვისტოს ომიდან - ფოთში აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

ფოთში 8 აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. რიგითმა მოქალაქეებმა, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
ფოთში, დაბომბვის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა და 80-ზე მეტი დაიჭრა. დღესვე, ფოთის პორტში ომში დაღუპულთა ხსოვნის მემორიალი გაიხსნება.

შეგახსენებთ, 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს პორტის სამი თანამშრომელი შეეწირა.