14 იანვარს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება

14 იანვარს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება.

ჰერალდიკის საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, ავტომანქანებსა და სახლის სახურავებზე სახელმწიფო დროშები აღმართონ ან დროშა ფანჯრიდან გადმოფინონ.

საბჭო განცხადებასაც აქვეყნებს, სადაც წერია, რომ მცდარია დროშის გაიგივება მხოლოდ სახელმწიფო დაწესებულებებთან, პოლიტიკურ პარტიებთან ან საპროტესტო აქციებთან.

ეს დღე არის ეროვნული დღესასწაულია. სახელმწიფო დროშა თითოეული მოქალაქის, თითოეული ოჯახის საკუთრება და ღირსების სიმბოლოა, – ვკითხულობთ ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს განცხადებაში.