14 იანვარს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება

პრეზიდენტის სასახლიდან დაიწყო სახელმწიფო დროშის დღე. გიორგი მარგველაშვილმა ეროვნული გმირების, გიორგი ანწუხელიძისა და ზაზა დამენიას შვილებთან ერთად, დროშის ეტალონი აღმართა.

შესრულდა სახელმწიფო ჰიმნი. ცერემონია დღეს რამდენიმე რეგიონშიც იმართება. პრეზიდენტი ეწვევა მცხეთასაც, სადაც ძალოსანი ლაშა ტალახაძე სპორტსმენებთან ერთად დროშას ბებრის ციხეზე აღმართავს.

დროშას აღმართავენ ასევე ქუთაისსა და სენაკში.

სახელმწიფო დროშის დღე, გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით, პირველად 2016 წლის 14 იანვარს აღინიშნა.