14 იანვარი – სახელმწიფო დროშის დღეა

18:37, 14.01.2026

ევროკავშირის წარმომადგენლობა ეროვნული დროშის დღეს ულოცავს ქვეყანას. „განსაკუთრებულ დღეს ვზეიმობთ სიძლიერეს, გამძლეობასა და იმედს, რომელსაც ქართული დროშა გამოხატავს – სიმამაცისა და მომავლის რწმენის სიმბოლოს,“ – წერს ევროკავშირის წარმომადგენლობა და სოციალურ ქსელში ვიდეორგოლსაც ავრცელებს. კადრებში ქვეყნის სხვადასხვა ადგილზე, მათ შორის აქციებზე გამოფენილი დროშებია ნაჩვენები.

აღნიშნულს მმართველი გუნდი ეხმაურება.

მსგავსი