14 იანვარი – სახელმწიფო დროშის დღეა
სახელმწიფო დროშის პატივსაცემად თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა, სახელმწიფო ჰიმნის ფონზე, საქართველოს დროშები საზეიმოდ აღმართეს. ცერემონიალი გაიმართა ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიასა და თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე. დროშის დღეს საქართველოს ორგანული კანონი განსაზღვრავს.