ბრალის წარდგენა

12:25, 22.04.2021

შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის ორ დაკავებულ თანამშრომელს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ, ისინი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფებიან. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ თითქმის ერთწლიანი გამოძიების შემდეგ, ობიექტების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები გუშინ დააკავეს. მათ იაღლუჯის საწვრთნელ ბაზაზე სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფი ჯარისკაცების მიმართ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას ედავებიან.

მოამბე

მსგავსი