კრისტიან დანიელსონის განცხადება

კრისტიან დანიელსონი კომპრომისის აუცილებლობაზე საუბრობს. არ არის გამორიცხული დაპირისპირებულ მხარეებს ევროკავშირის წარმომადგენელმა კონკრეტული წინადადებაც შესთავზოს. მისი განმარტებით, კრიზისის გადაჭრაზე პასუხისმგებლობა პოლიტიკურ ლიდერებს ეკისრებათ.

დანიელსონის თქმით, პრეზიდენტ მიშელის მიერ წარდგენილი ექვსპუნქტიანი ჩარჩო დოკუმენტის ირგვლივ მუშაობა ჯერ ისევ გრძელდება, რომელიც სხვა თემებს შორის მართლმსაჯულების რეფორმირების საკითხსაც მოიცავს.