13 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმე

აფრიკის დასახლებაში 13 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე გამოკითხვები გვიან ღამემდე მიმდინარეობდა.

გამოძიების შეკითხვებს არასრულწლოვანის ოჯახის წევრები, მეზობლები და იმ ქარხნის თანამშრომლები პასუხობდნენ, რომლის სიახლოვესაც მოზარდის ცხედარი იპოვეს.

13 წლის ბიჭს ოჯახი რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდა. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვი ჯართს აგროვებდა. მისი ცხედარი თხრილში იპოვეს. ვარაუდობენ, რომ იმ ადგილას მიწა ჩამოიშალა და ბავშვი ჩაიყოლა.

გამოძიება საქმეს თვითმკვლელობამდე მიყვანის და ასევე სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის მუხლებით სწავლობს.