13 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა

თერთმეტი წელი 13 ივნისის ტრაგედიიდან. 2015 წელს დედაქალაქში მომხდარ სტიქიას 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი უგზო-უკვლოდ დაიკარგა, ასობით კი – დაზარალდა. წყნეთი-ბეთანიის გზაზე ჩამოწოლილმა მეწყერმა, ღვარცოფულმა ნაკადმა, სვანიძის ქუჩაზე გვირაბის ჩახერგვამ, მდინარე ვერეს ადიდებამ და ძლიერმა წყალდიდობამ დაანგრია სახლები, გზები, ხიდები, მთლიანად დაიტბორა მზიურისა და ზოოპარკის ტერიტორია. თბილისის ქუჩებში მტაცებელი ცხოველები გამოჩნდნენ, რომელთა ნაწილის ლიკვიდაციაც გახდა საჭირო. მომდევნო დღეებში სხვადასხვა უწყების თანამშრომლებსა და ჯართან ერთად, სტიქიის შედეგებთან ბრძოლაში მოხალისეთა გუნდები იყვნენ ჩართული. ეს დღე ერთიანობისა და სოლიდარობის სიმბოლოდ იქცა.

დილიდან ხალხმრავლობა იყო 13 ივნისის მემორიალთან, სადაც სასულიერო პირებმა სტიქიის შედეგად დაღუპულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს.