13 ივნისი

13 ივნისის სტიქიიდან ოთხი წელი გავიდა.

მემორიალთან დილიდან ხალხმრავლობა იყო. გარდაცვლილთა სულების მოსახსენებელი პარაკლისიც გადაიხადეს.

2015 წლის 13 ივნისის ღამეს, ძლიერი წვიმისა და ჩამოწოლილი მეწყერის გამო ადიდებულმა მდინარე ვერემ სვანიძის ქუჩა, ზოოპარკისა და „მზიურის“ მიმდებარე ტერიტორია და ვერეს ხეობაში გამავალი ახალი გზის მონაკვეთი დატბორა. ტრაგედიას 24 ადამიანი ემსხვერპლა. 13 ივნისის სტიქიის მემორიალთან დღეს დედაქალაქის მერი, დაღუპულთა ოჯახების წევრები და რიგითი მოქალაქეები იმყოფებოდნენ.