4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, დაკავებულთა წრე გაიზარდა. შსს- მ ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 13 პირი დააკავა. ამ დროისთვის ჯამში 36 პირია დაკავებული, საიდანაც 18 პირს უკვე შეეფარდა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, დანარჩენი დაკავებულებისთვის კი, ბრალის წარდგენა სხვადასხვა იზოლატორებში, ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ისინი ადვოკატებმა მოინახულეს. მათი განცხადებით, დაკავებულ პირთა უმრავლესობა წარდგენილ ბრალს არ აღიარებს, ნაწილი კი – დუმილის უფლებას იყენებს.
სავარაუდოდ, დღესვე გაიმართება იმ პირთა სასამართლო პროცესი, ვისაც ბრალი უკვე წარუდგინეს.