13 აპრილს „დაიცავი საქართველოს“ საგანგებო შეკრება გაიმართება

13 აპრილს, თბილისის საკონცერტო დარბაზში „დაიცავი საქართველოს“ საგანგებო შეკრება გაიმართება. ეს განცხადება პოეტმა დავით მაღრაძემ ვერის ბაღში გააკეთა. მისი თქმით, მიმართვა ეხება ყველას, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს.

მოძრაობის გეგმებსა და მიზნებზე აპრილში დაგეგმილ საგანგებო შეკრებაზე ისაუბრებენ. მაღრაძეს განცხადების გაკეთებისას არ დაუკონკრეტებია, ვინ შეიძლება იხილოს საზოგადოებამ შეკრებაზე. მისი თქმით, საქართველო გასათავისუფლებელია ივანიშვილ-სააკაშვილის უსაფუძვლო დაპირისპირებისგან, ამ ვითარებაში კი აუცილებელია, ახალი ქართული მომავლისათვის შეიქმნას ასპარეზი.

დატოვე კომენტარი