13 500 დამსაქმებელი ჯარიმისგან გათავისუფლდება

15:07, 15.09.2026

13 500 დამსაქმებელი ჯარიმისგან გათავისუფლდება, რომელიც საპენსიო ფონდში დასაქმებულისთვის განკუთვნილი შენატანების გადაუხდელობის გამო დაჯარიმდა. ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, დამსაქმებლები თუ საპენსიო ფონდში შენატანებს წლის ბოლომდე დაფარავენ, მათ დაკისრებული ჯარიმა ჩამოეწერებათ. ცვლილებების შედეგად, დაახლოებით 43 მილიონი ლარის ჯარიმის ჩამოწერა მოხდება.

მსგავსი