შეხვედრა პრემიერთან

კოვიდშეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნის გეგმაზე პრემიერ-მინისტრი შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს ნაბიჯები, რომლებიც მოქმედი რეგულაციების შემსუბუქების მიმართულებით პირველ ეტაპზე უნდა გადაიდგას. ხაზგასმით აღინიშნა, რომ აუცილებელია მაქსიმალურად ფრთხილი მიდგომა და თითოეული შეზღუდვის მოხსნა ეფუძნებოდეს არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების მკაცრ მონიტორინგს, რათა არსებული სტაბილიზაციის შემდეგ, ინფიცირების მაჩვენებლები კვლავ მნიშვნელოვნად არ გაიზარდოს. ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

დატოვე კომენტარი