12 წელი რუსეთ-საქართველოს ომიდან

საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის და შეუსრულებელი ვალდებულებების გამო მოსკოვს მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების მწვავე გზავნილების მოსმენა უწევს.

დღეს აგვისტოს ომიდან 12 წელი გავიდა. ცოტა ხნის წინ დასრულდა ქვეყნის უახლესი ისტორიის ტრაგიკული თარიღისადმი მიძღვნილი ონლაინ-კონფერენცია, სადაც საერთაშორისო პარტნიორებმა საომარი მოქმედებების უმძიმესი შედეგები და დღევანდელობა შეაჯამეს. ევროპარლამენტსა და ამერიკის კონგრესიდან იყო რამდენიმე მნიშვნელოვანი სიგნალი: არაღიარების პოლიტიკა უნდა გაძლიერდეს, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციამ კი ნატოში ქვეყნის გაწევრიანებას ხელი არ უნდა შეუშალოს. კონფერენციის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს, რომ მოსკოვის აგრესიული ქმედებები და ძალადობრივი მიდგომები სულ უფრო ხშირდება, რაც რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს. სწორედ ამიტომ ოფიციალურმა თბილისმა ყველა საერთაშორისო ფორმატში საქართველოს საკითხის გააქტიურება ითხოვა.

ანა ბროლაძე ადევნებდა თვალს ონლაინ-კონფერენციას.

დატოვე კომენტარი