12 წელი აგვისტოს ომიდან

რუსეთ-საქართველოს ომის 12 წლისთავთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, შალვა კერესელიძე წეროვანში დევნილთა დასახლებაში იმყოფებოდა. მან გმირულად დაღუპული ახალგორის მკვიდრის, ლევან მიდელაშვილის მემორიალური დაფა, მხარდამჭერებთან ერთად, გვირგვინით შეამკო.

ლევან მიდელაშვილი 8 აგვისტოს ფრონტის წინა ხაზზე ორმხრივი შეტაკებების დროს დაიღუპა. მცხეთა-მთიანეთის რეგიონიდან აგვისტოს ომში ექვსი ჯარისკაცი დაიღუპა.