12 საათი ახლო აღმოსავლეთში ზავის ამოქმედებამდე

საათების ათვლა დაიწყო. საერთაშორისო საზოგადოება „ჰამასის“ მძევლების გათავისუფლების მოლოდინშია.

კატარის შუამავლობით გამართული ხანგრძლივი და მწვავე მოლაპარაკებების შედეგად ისლამისტურმა ორგანიზაციამ ტყვეობაში მყოფი 50 ადამიანი უნდა გამოუშვას. სანაცვლოდ ისრაელი თანახმაა, რომ ღაზის სექტორში ოთხდღიანი ჰუმანიტარული პაუზა გამოცხადდეს და ანკლავში ჰუმანიტარული დახმარება შევიდეს. ცოტა ხნის წინ დადასტურდა, რომ დროებითი ზავი ხვალ ამოქმედდება და სწორედ ხვალ მოხდება ტყვეების გაცვლა. შეთანხმება ისრაელის ციხეში მყოფი პალესტინელების გათავისუფლებასაც გულისხმობს. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, დიდი ალბათობით, პერმანენტულად გაგრძელდება, რადგან „ჰამასს“ ისრაელის 200-ზე მეტი მოქალაქე ჰყავს დატყვევებული. ეს არის პირველი დროებითი დაზავება 7 ოქტომბერს დაწყებული ფართომასშტაბიანი კონფლიქტის შემდეგ. ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის პასუხად ღაზა ახლა სრულ ბლოკადაში და მწვავე ჰუმანიტარულ კრიზისშია.