ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების ანგარიში - ირაკლი კობახიძის პრესკონფერენცია

საქართველოს მიერ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების ანგარიში დღეს ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ წარუდგინა. ირაკლი კობახიძემ დეტალურად ისაუბრა პუნქტების შესრულების მიზნით, ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, ასევე მიმოიხილა განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები და გაწეული სამუშაოები. კობახიძემ პროცესში ოპოზიციის ჩართულობის ხარისხზეც ისაუბრა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, მაქსიმალურად ყველაფერი გაკეთდა დავალების შესასრულებლად და პრიორიტეტები პრინციპულად შესრულებულია.

კობახიძემ ჟურნალისტების შეკითხვებსაც უპასუხა და კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხთან დაკავშირებულ მოლოდინებზე ისაუბრა.

#მოამბე 10 საათზე, 4 ივლისი, 2023 #LIVE