12 რეკომენდაცია და პარტიების პოლიტიკური გეგმები

ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესში პოლიტიკურ მხარეებს შორის ურთიერთბრალდებები სულ უფრო მწვავდება. მმართველ პარტიაში ირწმუნებიან, რომ სახელისუფლებო გუნდი 12-პუნქტიან გეგმას თანმიმდევრულად მიჰყვება და არანაირი შეფერხება არ არის, ოპოზიციის დესტრუქციული ქმედებების გარდა. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ დიალოგის ნაცვლად, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გამუდმებით ქუჩის აქციებით იმუქრებიან. ხელისუფლების ოპონენტები კი პასუხისმგებლობას ევროპული დავალებების შეუსრულებლობაზე უმრავლესობას აკისრებენ და აცხადებენ, რომ თავისი უმოქმედობით, მმართველი ძალა ქვეყნის ევროპული კურსიდან გადახვევას ცდილობს.