12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების საკითხი

ოპოზიციის წარმომადგენლები დემოკრატიის ეროვნული ფონდის პრეზიდენტს შეხვდნენ. საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტში გამართულ აუდიენციაზე მთავარი განსახილველი თემა ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციები იყო. დეიმონ ვილსონთან ოპოზიციის წარმომადგენლებმა „ქართული ოცნების“ შეთავაზებაზეც ისაუბრეს, რომლის მიხედვითაც, რეკომენდაციების შესრულების მიზნით, ქართული პოლიტიკური სპექტრის ჩართულობით სამუშაო ჯგუფი შედგება. განცხადებები გაკეთდა მმართველი პარტიის მხრიდანაც.

ნათია ქენქაძე აშუქებდა შეხვედრას – რა განცხადებები გაკეთდა შეხვედრის დასრულების შემდეგ?