12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების საკითხი

დემოკრატიის ეროვნული ფონდის პრეზიდენტი თბილისში შეხვედრებს მართავს. დეიმონ ვილსონი ქართული ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლებს შეხვდა. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ოფისში მთავარი განსახილველი თემა ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციები იყო.

მხარეებმა იმსჯელეს პარტია „ქართული ოცნების“ შეთავაზებულ გეგმაზეც, რომლის მიხედვითაც, რეკომენდაციების შესრულების მიზნით, პოლიტიკური სპექტრისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით შედგება სამუშაო ჯგუფები. საკითხზე განცხადებები მმართველ პარტიაშიც გაკეთდა.