12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების გეგმა

შესრულდება თუ არა დათქმულ ვადაში ევროკავშირის რეკომენდაციები. დროის სიმცირის მიუხედავად, ოპოზიციის ნაწილი ხელისუფლებასთან ერთად მუშაობას ისევ არ აპირებს და საკუთარი კანონპროექტების წარდგენას პარლამენტში მომავალ კვირას გეგმავს. პარალელურად, სპეციალურ ჯგუფებში მუშაობას აგრძელებს „ქართული ოცნება“. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ რომ სამუშაო მაგიდასთან ადგილი ყველასთვის არის და აღნიშნულ ფორმატში შემოერთება ოპოზიციას ნებისმიერ დროს შეუძლია.