12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების გეგმა

ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციები და მათი შესრულების გზები. ოპოზიციის ნაწილი და უმრავლესობა საკითხზე ისევ ცალ-ცალკე მუშაობს. მომავალ კვირას სამუშაო ჯგუფის შეხვედრებია ჩანიშნული, მათ შორის ოპოზიცია თემის განხილვას არასამთავრობო ორგანიზაციებთანაც გეგმავს. მმართველი პარტიის ოპონენტების ის ნაწილი, რომელიც უმრავლესობის სამუშაო ჯგუფებშიც იღებს მონაწილეობას, ფიქრობს, რომ 12-პუნქტიანი გეგმა საყოველთაო კონსენსუსის საგანი უნდა იყოს, რადგან სხვანაირად ქვეყანას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსამდე მისვლა გაუჭირდება.