12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების გეგმა

ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების გზები.

„ქართული ოცნების“ მიერ შექმნილ ჯგუფებში მონაწილეობას სამი ოპოზიციური პარტია ისევ არ აპირებს. „ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ლელო“ საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავებისთვის ალტერნატიულ ჯგუფებში მუშაობენ. ოპოზიციის ეს ნაწილი აცხადებს, რომ მართლმსაჯულების, საარჩევნო სისტემის და ანტიკორუფციული სააგენტოს მიმართულებით მუშაობა უკვე დასრულდა და შემუშავებულ ინიციატივებს საკანონმდებლო ორგანოს სექტემბერში წარუდგენენ. მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ შექმნილ სამუშაო ჯგუფებს არ უერთდებიან, მზად არიან მმართველი პარტიის მიერ შემუშავებულ ცვლილებებზე, საკომიტეტო მოსმენებზე იმსჯელონ და თუ ის რეკომენდაციებთან თავსებადი იქნება, მხარი დაუჭირონ.