12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების გეგმა

ევროკომისიის რეკომენდაციებზე მუშაობა გრძელდება. პარლამენტში დღეს დისკუსიის საგანი იყო მესამე რეკომენდაცია, რომელიც სასამართლო სისტემის რეფორმას გულისხმობს. სამუშაო ჯგუფის შეხვედრას ოპოზიციის ნაწილი, სახალხო დამცველის, არასამთავრობო ორგანიზაციების, პროკურატურისა და სასამართლოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

დღევანდელ შეხვედრაზე სასამართლო სისტემაში არსებული გამოწვევები და პრობლემები განიხილეს. ოპოზიცია გამოწვევად სასამართლოს დამოუკიდებლობას ასახელებს, მმართველი გუნდი კი, პრობლემად სასამართლოს გადატვირთულობას მიიჩნევს.