12 აგვისტოს დიდგორობის სახალხო დღესასწაული აღინიშნება

დღეს, 12 აგვისტოს დიდგორობის სახალხო დღესასწაული აღინიშნება. დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში დიდგორის ველზე კულტურულ-სპორტული აქტივობები, ქართული ჭიდაობა, მკლავჭიდი და დოღი გაიმართება.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ჩავიდა პრემიერი მისი კაბინეტის წევრებთან, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან და სხვა მოწვეულ სტუმრებთან ერთად.

აღსანიშნავია, რომ დიდგორობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მთავრობის ინიციატივით, 2014 წელს დაწესდა სახელმწიფო ჯილდო – „დიდგორის ჯვრის ორდენი”, რომელიც ყოველი წლის 12 აგვისტოს გადაეცემათ გამორჩეულ სამხედრო მოსამსახურეებს.