„მოამბის“ ჟურნალისტები აგვისტოს ომის ისტორიებით

ყველაზე მძიმე ისტორიები კი იმ ადამიანებს აქვთ, რომლებიც დღემდე საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ ცხოვრობენ. სადაც რუსული აგრესია და პროვოკაციული ქმედებები ამ დრომდე გრძელდება. ომს, რომელმაც მათი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა, ისინი შემთხვევით გადაურჩნენ. მოქალაქეებმა დაკარგეს ოჯახის წევრები. მიწასთან გასწორდა და განადგურდა მათი საცხოვრებელი სახლები, მათ კი ვინც საკუთარი კარ-მიდამო მისატოვებლად ვერ გაიმეტა, ეს სოცოცხლის ფასად დაუჯდა.

ნინო ფისაძე, გენო ოსიყმაშვილი და მიხეილ ჯანეზაშვილი აგვისტოს ომის ისტორიებით.