12 წელი აგვისტოს ომიდან

„ჩვენი ბრძოლა თავისუფლებისთვის, ოკუპაციის წინააღმდეგ არ დასრულებულა,“ – აცხადებს თორნიკე რიჟვაძე. 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო.

რუსეთ-საქართველოს ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით, მემორიალთან აჭარიდან აგვისტოს ომის დროს დაღუპულთა ოჯახის წევრები, ხელისუფლებისა და ოპოზიციის და ასევე საზოგადოების წარმომადგენლები მივიდნენ.